logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ იზრდება

14 მარ 202017:58
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო ზომების მიუხედავად, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ იზრდება. ქვეყნები, პრევენციის მიზნით, საზღვრებს კეტავენ. გადაწყვეტილება 10-ზე მეტმა ევროპულმა სახელმწიფომ მიიღო.

ბოლო 24 საათში ესპანეთში ვირუსის 1 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მსხვერპლი კი 136-მდე გაიზარდა. ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქში სააღდგომო მსვლელობებიც გააუქმა. ევროპის კიდევ 9 ქვეყანასთან შეაჩერა ავიამიმოსვლა თურქეთმა. შეზღუდვა, რომელიც გერმანიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ნორვეგიას, დანიას, ავსტრიას, შვედეთს, ბელგიასა და ნიდერლანდებს შეეხება, 17 აპრილამდე იმოქმედებს.

17 მარტიდან საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო უკრაინამ. მომავალი კვირიდან მასობრივ შეკრებების აკრძალვას გეგმავს დიდი ბრიტანეთი. კორონავირუსის 800-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთში, მსხვერპლი კი 79-მდე გაიზარდა. დაიკეტა ლუვრის მუზეუმი და ეიფელის კოშკიც.

ჩინეთის გარდა, მთელს მსოფლიოში მაღაზიებს 27 მარტამდე ხურავს კომპანია "ეფლი". ერთ დღეში, 250 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს იტალიაში, რის შედეგადაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1266-მდე გაიზარდა. ახალი ორ-ორი შემთხვევა დადასტურდა რუსეთსა და სომხეთში, ირანში კი მსხვერპლი 97-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 611-ს შეადგენს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.

 


close დახურვა