logo
ENG



მტერი დღეს ვირუსია - ევროკავშირი 30 დღით საზღვრებს კეტავს

18 მარ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის არსებობის განმავლობაში პირველად ორგანიზაცია 30 დღით საზღვრებს კეტავს. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არც ორგანიზაციის წევრები არიან და არც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრები. თანხმობა კომისიის შეთავაზებაზე ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ მისცა. გერმანია კი მის ამოქმედებას დაუყოვნებლივ იწყებს.

პარალელურად, ბრიუსელი როგორც ევროკავშირის და ბელგიის დედაქალაქი ორმაგად იკეტება. ამ გზით ის ორმაგ კარანტინში აღმოჩნდება. ადგილობრივი დროით დღის 12:00 საათზე შედის გადაწყვეტილება ძალაში. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მხოლოდ სამ შემთხვევაში შეძლებენ ქუჩაში გასვლას: პროდუქტების შესაძენად, აფთიაქში წასასვლელად, ან თუ ისინი ვერ ახერხებენ დისტანციურად მუშაობას. ასევე, დასაშვებია სასეირნოდ გასვლა, რამაც განხილვის პროცესში აზრთა სხვასხვაობნა გამოიწვია. 

"ყველა შევთანხმდით კომისიის გადაწყვეტილებაზე ევროპაში შემოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით იმ ქვეყნებიდან რომლებიც არც ევროკავშირს, არც თავისუფალი ვაჭრობის კავშირსა და არც დიდ ბრიტანეთს არ მიეკუთვნებიან. გადაწყვეტილება ძალაში 30 დრე იქნება და გერმანია მას დაუყოვნებლივ აამოქმედებს. მივესალმები იმ გადაწყვეტილებასაც რომ შეზღუდვები დაწესდეს  მედიკამეტების ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის",- აღნიშნა ანგელა მერკელმა. 

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კი ვირუსი დიდ ზიანს აყენებს ეკონომიკას, ამიტომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. 

"ჯანდაცვის კუთხით მიღებულია ყველა ზომა მიმართულია ვირუსის ვირუსის გავრცელების შეჩერებისკენ. ვხედავთ დიდ გავლენას ეკონომიკაზე და ესაა გარე შოკი, რაც დიდ დარტყმას აყენებს მსოფლიოს. მტერი დღეს ვირუსია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად",-განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინმა.


close დახურვა