logo
ENG



მტკვარში 18 აგვისტოს გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

20 აგვ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 
gw5we3zq0vdhr1a.jpg

მდინარე მტკვარში 18 აგვისტოს გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები", - წერია განცხადებაში.

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საძიებო სამუშაოებს 9-კაციანი ჯგუფი და ეკოლოტი ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა