უკვე მეორე დღეა მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. დაკარგული 31 წლის ვეფხვია ხაჩიძის კვალი მდინარის მარცხენა სანაპიროზე ქრება.
ძებნის სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფია ჩართული. გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.