logo
ENG



მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილებით მოძრაობა 3 თვით შეიზღუდება

03 ნოე 202621:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/03/9b0x4bfuzyhrx26.jpeg

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილებით მოძრაობა 3 თვით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - წერია თბილისის მერიის განცხადებაში


close დახურვა