logo
ENG



მტკივნეულია, რომ ბიუჯეტის შემცირება დაიწყეს განათლებით - შაშკინი

10 ივნ 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მორიგ ტყუილში ადანაშაულებს - საქმე ეხება ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს, სადაც განათლების სამინისტროს დაფინანსება 127 მლნ ლარით შემცირდა.

განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება მომხდარიყო, დაფინანსება ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ ნაწილს მოაკლდა, რაც, მისივე შეფასებით, განათლების სისტემას პრობლემებს შეუქმნის.

„ფული არ არის და სახელმწიფო იწყებს ბიუჯეტის შემცირებას - პირველი მიადგნენ განათლების სექტორს. ერთი მხრივ ტყუილი მილიარდებზე და მეორეს მხრივ საუბარი სქემებზე პრემიერის მხრიდან, ვის რამდენი „ატკატი“ მიაქვს, მესამე კი 127 მილიონით შემცირება განათლების ბიუჯეტის. დაიწყო ბიუჯეტის სეკვესტრი და მტკივნეულია, რომ დაიწყეს განათლებით და არა საკუთარი ფუფუნების საგნებით", - აცხადებს შაშკინი.


close დახურვა