სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისათვის პროფესიული ტრენინგები დაიწყო. პირველი ტრენინგი შიდა აუდიტში, ქუთაისის ოფისში ჩატარდა. სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების, აუდიტორული მიგნებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის მასალებზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სწავლება თანაშრომლებს პროფესიულ განვითარებაში დაეხამრებათ.