ქართული სამართალი სასამართლო კლანის სტილში - შაბათის ფორმულა მოგიყვებათ იმ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, რომელიც სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ მიიღო. მურუსიძეა ის მოსამართლე, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილი, ომის ვეტერანი კაცის კუთვნილ მიწაზე არ არსებული შენობის ნგრევის განჩინება გასცა. მანამდე ეს აბსურდული გადაწყვეტილება, ჯერ მარნეულის მერიამ მიიღო და კაცს მოსთხოვეს დაენგრია შენობა, რომელიც მის მიწაზე არ იდგა. დააჯარიმეს, საპენსიო ანგარიში დაუყადაღეს და სწორედ ამის შემდეგ მიდის, მიტუშა ახალალია სამართლის საძებნად სასამართლოში. სისტემასთან მარტო დარჩენილი მოხუცისთვის, ბოლო იმედი ფუჭი აღმოჩნდა. ლევან მურუსიძემ, მხედველობაში არ მიიღო მტკიცებულებები და ბრმად დაუდასტურა დაუკანონოს მარნეულის მერიას სურვილები. დაზარალებული კაცი ყვება, რომ მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც სასოფლო სამეურნეო მიწების დაკანონებისთვის მარნეულის მერიას მიმართა. თუმცა მიწას, რომელსაც გლეხი წლების განმავლობაში იყენებდა, ამ დრომდე ვერ იკანონებს რადგან, აფხაზეთიდან დევნილი კაცის მიწა - მარნეულის მერის მოადგილესაც უნდა.
მურუსიძის სამართალი - შაბათის ფორმულა
27 მაი 202320:50
3 წუთის საკითხავი