logo
ENG



მურუსიძის სკანდალი - შაბათის ფორმულა

15 ივნ 202420:09
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ეთერში   გასული რეპორტაჟიდან ერთი კვირის შემდეგ - დასანქცირებული მოსამართლე ჩვენს ჟურნალისტს იგივე მდგომარეობაში დახვდა, როგორც გასულ შაბათს. ლევან მურუსიძე ისევ რწყავს და შეკითხვებს ისევ დუმილით პასუხობს. შაბათის ფორმულას წყარო მურუსიძის გარემოცვიდან უყვება უფრო მეტ დეტალს, რატომ მიდიოდა მოსამართლე მიუნხენში რა დროსაც ის მესაზღვრემ გერმანიაში არ შეუშვა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, გერმანიაში შეწყვეტილი ვიზიტის მიზანი, ლევან მურუსიძის, გერმანიის ერთ-ერთ ბანკში დაგეგმილი შეხვედრა იყო - სადაც სანქცირებული მოსამართლე, სოლიდურ თანხას, ოქროს და ძვირფას ქვებს ინახავს. ლევან მურუსიძემ, საცავის გახსნა თავდაპირველად, ნდობით აღჭურვილ პირს მიანდო, თუმცა ბანკიდან უარის შემდეგ, იძულებული გახდა გერმანიაში თავად გამგზავრებულიყო, მანამდე ვიდრე ბანკთან სანქცირებული მოსამართლე ოფიციალურად დანიშნავდა შეხვედრას, ახლო გარემოცვიდან მინდობილი პირი - გერმანიაში იმ იმედით გაუშვა რომ ბანკი საცავს მინდობილ პირს გაუხსნიდა, რაზეც უარი მიიღეს. სწორედ ამის გამო მურუსიძე პირადად შეეცადა - ბანკის საცავიდან თანხისა და ძვირფასი ქვების ნაწილის გამოტანას - მაგრამ მას არა თუ საცავი, არამედ ევროპის კარიც არ გაუხსნეს.


close დახურვა