ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას მუსიკოსები და მსახიობები უერთდებიან. განცხადება დედაენის ბაღში გაკეთდა და კიდევ ერთხელ მოითხოვეს გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლება. შეკრებილები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტი და შეიწყალოს გვარამია.
მოძრაობას ათობით პროფესიონალი უკვე შეუერთდა, მათ შორის არიან პედაგოგები, იურისტები, მეცნიერები, პროფესორები, ექიმები, მხატვრები.
"მედიამენეჯერებს ევროპაში არ იჭერენ ასე უაპელაციოდ და ჩემი აზრით უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა.
"ძალიან კონკრეტული ვიქნები, მინდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივმართო, გადადგას ევროპული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია", - თქვა მომღერალმა ლელა წურწუმიამ.
"ნიკა აუცილებლად უნდა იყოს გარეთი მიტომ, რომ დღეს თითქოს გადამწყვეტი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია ნიკას გარეთ ყოფნა", - აღნიშნა მსახიობმა ეკა დემეტრაძემ.