logo
ENG



მუსიკოსი მიხეილ თოდუა, იგივე მიხაილო, გაათავისუფლეს

12 ოქტ 201900:10
3 წუთის საკითხავი
 
w8fvvwufxh1mfb0.jpg

6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მუსიკოსი მიხეილ თოდუა, იგივე მიხაილო, გაათავისუფლეს. ინფორმაციას "ფორმულასთან" მისი მეუღლე, სალომე წივწივაძე ადასტურებს. თოდუამ საპატიმრო მას შემდეგ დატოვა, რაც პენიტენციურ დაწესებულებას თხოვნით მიმართა, ელექტრონული სამაჯურის ტარების უფლებით ესარგებლა. სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუსიკოსი პატიმრობის დარჩენილ ვადას, 3 წელიწადს საპატიმროს კედლებს მიღმა, ელექტრონული სამაჯურით მოიხდის.  

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსი მიხეილ თოდუა 2013 წელს 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს. მან ვერ შეძლო საპროცესო შეთანხმებისთვის საჭირო თანხის გადახდა, რის გამოც სასჯელს ციხეში იხდიდა.


close დახურვა