მუქარა, ზეწოლა და შანტაჟი - ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" 14 დეკემბრის აქციაზე მისვლას მოქალაქეებს აიძულებს. მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ოთო შენგელია ამბობს, რომ მას ჩხოროწყუდან სკოლების და ბაღების თანამშრომლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თბილისში დაგეგმილ აქციაზე არწასვლის შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. გამგეობის თანამშრომლები ზეწოლას არამხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულებზე, არამედ მათ ახლობლებზეც ახდნენ.
"სკოლის დამლაგებლებიც კი მოჰყავთ ამ შეხვედრაზე. ასევე ტერორი მიმდინარეობს საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ ადამიანებზე, რომ „ქუდზე კაცი“ გამოჰყავთ. მარტო ჩხოროწყუდან 800 კაცი ჩამოჰყავთ", - აღნიშნა შენგელიამ.
ხვალ "ქართული ოცნება" შეკრებას მართავს, რაც მათი თქმით, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. თუმცა, რეალურად, ხელისუფლება მოსახლეობას აიძულებს ისეთ აქციაზე გამოვიდნენ, რომლის გამართვაც მთავრობას მილიონობით ლარი უჯდება.