logo
ENG



მუშაობს ეს ადამიანი და სპეკულაციები არ გვინდა - სად არის გიორგი გახარია

13 თებ 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2 კვირის განმავლობაში არც ერთ სამთავრობო ღონისძიებას არ დასწრებია.

29 იანვარს გაკეთებული ბოლო განცხადების შემდეგ, გახარია არსად არ ჩნდება. "ფორმულას" კითხვამ, თუ სად არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირი, მმართველი გუნდი გააღიზიანა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარია მუშაობს. თუმცა, ამ პასუხის ფონზე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხუთშაბათობით ჩანიშნული ტრადიციული მთავრობის სხდომა დღეს არ გაიმართება.  

„მუშაობს ეს ადამიანი, თან ინტენსიურად და ბევრ საქმეს აკეთებს თან. გასაგებია თქვენი პათოსი. მეც რომ არ გამოვჩნდე ერთი კვირა თქვენთან, ალბათ ასევე იკითხავთ სად არის მამუკა მდინარაძე, მაგრამ აქ ვართ ყველა, საქმეს ვაკეთებთ. თქვენს გარდა ბევრი საქმე გვაქვს. მედიასთან კომუნიკაცია რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის კულისებში ძალიან ბევრი საქმე კეთდება. მოდით სპეკულაციური არ გაგვიხდეს მიდგომა - სად არის ეს ადამიანი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

 

 


close დახურვა