logo
ENG



მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ღარიბაშვილმა ისევ ენმ-ზე ისაუბრა

08 აგვ 202310:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/08/h7l6txnkpv6o6i4.jpg

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს მიაგო პატივი, კვლავ ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. მან კვლავ გაიმეორა ნარატივი, რომ წინა ხელისუფლებამ ომი თავიდან ვერ აირიდა და არაფერი თქვა, რუსეთის მიერ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებზე. 

ღარიბაშვილის თქმით, მან ბევრი რამ იცის, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი არაა და თავს იკავებს ინფორმაციის გაჟღერებისგან, რადგან "უფრთხილდება ქვეყნის ინტერესებს".

"ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ? 20% არის ოკუპირებული, რუსული ჯარი გავიდა ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს. ვინ გავაკრიტიკოთ და ვინ დავგმოთ თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა [რუსული ჯარი] კიდევ უფრო მეტი მასშტაბით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ომის დაწყების თარიღს, ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების განკარგულებით, ომი დაწყების თარიღად 8 აგვისტო აღინიშნებოდა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.


close დახურვა