მუხიანში ავტოავარიის შედეგად 1 ქვეითად მოსიარულე, ხანშიშესული ქალი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. ავარიის შედეგად, 7 ავტომობილი დაზიანდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.