logo
ENG



მღებრიშვილი: ფაქტობრივად, დღეს დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება

16 აგვ 202321:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/16/o1ssecdw2kz7shb.png

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის ღონისძიებები, დღეს, ფაქტობრივად, დასრულდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ფაქტობრივად, ჩვენ დღეს დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება, ძებნა-შველის ღონისძიების კუთხით სამუშაოები. დარჩენილი გვაქვს პატარა ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით და სავარაუდოდ, ხვალ დავასრულებთ", - განაცხადა მან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა