logo
ENG



მღვდელმთავრებს უნდა აღმოაჩნდეთ მოწიფულობა, რომ გადახედონ პატრიარქის ფუნქციას-თეოლოგი

29 ოქტ 201907:50
3 წუთის საკითხავი
 
0up1krboz7iebf5.png

მეუფე იაკობის განცხადებებით, ჯერჯერობით არც გამოძიება ინტერესდება და არც სინოდი. საპარლამენტო ოპოზიცია იაკობის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. თეოლოგების თქმით, საპატრიარქომ უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდი და გადახედონ ეკლესიის მართვა-დებულებასა და უაშუალოდ პატრიარქის ფუნქციას.

„მეუფე იაკობის პიროვნებამდე არ უნდა დავიყვანოთ ეს არეულობა, რაც ეკლესიაში დღეს სუფევს საქმე გვაქვს სისტემურ მარცხთან და რეალურად აუცილებელია მოხდეს გარდაქმნები თავად ადმინისტრაციაში. თუკი მას დაატოვებინეს ადმინისტრაციული თანამდებობა, აუცილებლად უნდა დაისვას საკითხი მისი მღვდელმთავრობის პატივის შესახებ. მღვდელმთავრებს უნდა აღმოაჩნდეთ ზნეობრივი მოწიფულობა და პასუხისმგებლობა, რომ წმინდა სინოდი მოიწვიონ და აუცილებლად გადახედონ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას და უშუალოდ პატრიარქის ფუნქციას,“-გიორგი ტიგინაშვილი

„ევროპული საქართველოს" შეთავაზება მეუფე იაკობის მიმართ კვლავ უცვლელია, ისინი მზად არიან მეუფეს საპარლამენტო ფორმატში მოუსმინონ. 

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს პროკურატურა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც გააჟღერა მეუფე იაკობმა. სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები ამას არ გამოიძიებენ და თუ მეუფეს ექნება სურვილი ისარგებლოს რაიმე ტრიბუნით მე აუცილებლად დავუთმობდი მას ამ ტრიბუნას თუნდაც პარლამენტში,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ 28  ოქტომბერს იაკობმა ქორეპისკოპოსის წოდებაზე უარი თქვა, თუმცა ის ბოდბის ეპარქიაში რჩება.


close დახურვა