შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა, ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებ ღლონტს მსახურება რამდენიმე თვით შეუჩერა.
ინფორმაცია ფორმულას თავად მიტროპოლიტმა დაუდასტურა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი სასულიერო პირის მიერ Facebook-ზე კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი ფოტოს გაზიარებაა.
ფოტომონტაჟი სასულიერო პირმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გააზიარა. მოგვიანებით, მან თქვა, რომ ფოტოს გაზიარება შემთხვევით მოხდა: "გითხარით, რომ რაღაცნაირად გაუგებრობა მოხდა და შენდობას ვითხოვ. სულ არ ვიცი ვინაა. ახლა ვსწავლობ მაგას, რაზე დავაჭირო თითი და იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს".
მას შემდეგ რაც 5-6 ივლისის მოვლენებზე მედიის ნაწილმა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა, პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდებზე კრიტიკული მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი პოსტები გააქტიურდა.