logo
ENG



მშვენიერაძე: ეს არის ანა დოლიძეზე ანგარიშსწორება, მისი სამოქალაქო პოზიციისა გამო

04 ნოე 201917:30
3 წუთის საკითხავი
 
tn1pv4a5wltvpf8.png

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის გაწვევის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი. მათი აზრით, საბჭოში განსხვავებული აზრს ვერ ეგუებიან. არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ დოლიძეს პოლიტიკურად დევნიან. გარდა ამისა, არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, სამართლებრივად არასწორია დოლიძის საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსხვავებული აზრის მიმართ არანაირი შემწყნარებლობაა.

„საბჭოში განსხვავებული აზრის მიმართ, პრაქტიკულად, არანაირი შემწყნარებლობა არ არის. სულაც არ მიკვირს ეს პროცესი, რომლის ფორსირებასაც ფიქრობს საბჭოს უმრავლესობა," - განაცხადა სალაძემ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი“ გიორგი მშვენიერაძე კი თვის, რომ ეს ყველაფერი დოლიძეზე ანგარიშსწორებაა.

„ეს არის მასზე ანგარიშსწორება მისი სამოქალაქო პოზიციისა გამო, რომელსაც ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აფიქსირებს და არ აძლევეს საშულებას იქ გაბატონებულ კლანს, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყევტილება. არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილების ჩამონათვალს და აქვე ჩნდება კითხვა რამდენად შეუძლია პრეზიდენტს გაათვისუფლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ დანიშული იუსტიციის უმაღლესი საბჭს არამოსამართლე წევრი,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

 

 


close დახურვა