logo
ENG



მშვენიერაძე: სამართალდამცავი ორგანოები ყველაზე ჩამორჩენილი სფეროა ჩვენ ქვეყანაში

24 ივლ 202017:51
3 წუთის საკითხავი
 
fbm4g6dmvq9e1t0.jpg

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ გადაცემაში „კომენტარი“ განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში ყველაზე ჩამორჩენილი სფეროა. 

მშვენიერაძის თქმით, საგამოძიებო უწყებების საქმიანობას კანონმა და საზოგადოების დაკვეთამ გაასწრო.

„სისტემაში არის პრობლემა, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში დაახლოებით 30 კილომეტრის რადიუსში ავტომობილს ვერ პოულობ, რომელიც საჯარო ადგილას დგას. წარმოიდგინეთ, როგორი ტექნიკური ან პროფესიული ნაკლოვანება აქვს ჩვენ სისტემას. სისტემას, რომელშიც  ბიუჯეტიდან ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი მიდის ყოველწლიურად. სამართალდამცავი ორგანოები ყველაზე ჩამორჩენილი სფეროა ჩვენ ქვეყანაში. თითქოს მათ საქმიანობას, გამოცდილებას, ენთუზიაზმს გაასწრო კანონმა, გაასწრო საზოგადოებრივმა დაკვეთამ და ეს სისტემები დარჩნენ განუვითარებლები. კრიმინალური პოლიციის რეფორმა ვერავინ ჩაატარა, ან არ ჩაატარა. დღეს რეალურად დამოუკიდებელი გამომძიებლები არ გყვავს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა