logo
ENG



მშვილდაძე: ივანიშვილი ემზადება ჩვენი გადაგდებისთვის

13 ნოე 201915:44
3 წუთის საკითხავი
 
g6746dt8n4nz719.jpg

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი და კერძოდ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის გადაგდებისთვის ემზადება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მშვილდაძემ განაცხადა, მმართველ გუნდს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე დარჩენა აწყობს და თუ შეძლებენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ მოხდება.

„ბიძინა ივანიშვილი ემზადება ჩვენი გადაგდებისთვის, ეს არის რაც ხდება. არ გვჯერა, რომ ამ პარლამენტში მყოფ დეპუტატებს გააჩნიათ უნარი, წინააღმდეგობა გაუწიონ ბიძინა ივანიშვილს. აქამდე არაფერი გაუკეთებიათ, რასაც ეტყვიან აკეთებენ და წევენ ხელს. რაღაცისთვის ემზადებიან, თუ გაუვათ გადაგვაგდებს, აწყობთ მაჟორიტარული. ახლა უკვე ჩვენზეა. გადაგდება ხომ ერთსიტყვიანი ბოროტებაა. მარტივი ბოროტება უნდა დაისაჯოს,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მიმდინარეობდა სესია, რომელზეც დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ ცვლილებისთვის - საპარლამენტო სისტემა გადავიდეს მაჟორიტარულიდან პროპოროციულ მოდელზე. საკითხის კენჭისყრა გადაიდო და ის ხვალ, 14 ნოემბერს შედგება. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დროს წელავს და სურს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდოს. ეს ეჭვები კი გამოიწვია მმართველი გუნდის რამოდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებამ, რომლებმაც 12 ნოემბერს განაცხადეს, რომ ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და იმ შემთხვევაში თუ პარტიაში აზრის შეცვლას აიძულებენ, დეპუტატის მანდატს დატოვებენ.


close დახურვა