logo
ENG



მშვილდაძე:ამერიკამ გვიმღერა, ბრიტანეთმა ლექსი წაგვიკითხა, რუსეთმა კი მავთულხლართი გაგვივლო

14 იან 202023:43
3 წუთის საკითხავი
 
yyeytb2uplsy1dd.jpg

გადაცემა „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან“ ერთად წამყვანმა მონოლოგი გურულებისთვის კალანდობის მილოცვით დაიწყო. მშვილდაძემ გურიაში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ქართული სიმღერა და ბრიტანეთის ელჩის ანა კალანდაძის ლექსის თქმას შეეხო.

გურულებს  კალანდობას გილოცავთ. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა კალანდობას გურიაში, გურულებთან ერთადმივალ გურიაში მარა" იმღერა. ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა კი, კალანდობა ანა კალანდაძის ლექსით მოგვილოცა. მგონი ისე დავაკომპლექსეთ დასავლეთიქართველობას გვართმევენ"-ის ძახილით, ქართველობას გვიძლიერებენ ახლა“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანმა რუსეთის მიერ სოფელ ჩორჩანაში მავთულხლართების გავლების ფაქტსაც შეეხო.

მოკლედ, ძველით ახალი წელი ყველამ თავისებურად მოგვილოცაამერიკამ გვიმღერა, ბრიტანეთმა ლექსი წაგვიკითხა, რუსეთმა კი მავთულხლართი გაგვივლო სოფელ ჩორჩანაში - დიახ, დღეს რუსეთმა კიდევ გააგრძელა მცოცავი ოკუპაცია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რომან კაკულიამ გვითხრა ანაკლიას იმიტომ არ ვაშენებთ, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთო და ეს მავთულხლართი რისთვისღა დავიმსახურეთ?

რით გავაღიზიანეთ? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დიდხანს ვეძებეთ პოზიტიური ამბები, ბოლო წლებში რამე კარგი ჰო არ მოხდა საქართველოსთვის და ერთადერთი რაც ვიპოვეთ ესაასახელმწიფო პროგრამაქართულ ჩაის" ფარგლებში რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა, 2019 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 1,024 ჰექტარი ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული.

ამაზე გამწარდნენ ვითომ? შეეშვით თუ ძმა ხარ ამ ქართულ ჩაის, რუსეთი არ გააღიზიანოთ!“, - განაცხადა მშვილდაძემ. 

მშვილდაძემ პრეზიდენტის, ჩიჩილაკთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ეს განცხადებაც შესატანია კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით  ჩიჩილაკი გახდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თანაც, ისეთი ქართულით თქვა,  სალომეს ეს განცხადებაც შესატანია კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

წარმოიდგინეთ სცენა იუნესკოში ჩიჩილაკი რომ მიგვაქვს და ვთხოვთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარონ. ზუსტად ვიცი მე რას ვიტყოდი მათ ადგილას, მაგრამ იუნესკოში ძალიან კორექტული და ზრდილობიანი ხალხი მუშაობს“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძე „ც ჰეპატიტის“ წამლების გაფუჭების ამბავს კიდევ ერთხელ შეეხო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებას უნიათო „გაპრავებებში“ მატება უწოდა.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა: „ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით? თუ არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს და იმკურნალოს?"

მთავრობის უნიათობების რა ჯგუფის აბსტრაქტული არსებითი სახელებით გაპრავებაში მატებააქართველი კაცის ხასიათი. ჩვენ დავიწყეთ კვლევა, რომლის მიზანია წლის ბოლოს დავდოთ სტატისტიკა – 2020 წელს მთავრობა საკუთარ უნიათობებს უსულო არსებითი სახელებით უფრო ხშირად გააპრავებს, თუ სულიერით.

დღეის მდგომარეობით ანგარიშია 2:1 რა ჯგუფის არსებითი სახელების სასარგებლოდ.

უნალექო შემოდგომა", „ქართველი კაცის ხასიათი" გვაქვს უსულოებში, „ბევრი დამსვენებელი" ვინ ჯგუფის არსებით სახელებში“, - განაცხადა მშვილდაძემ.

წამყვანიმთავარისეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხო და რიტორიკული კითხვაც დასვა, თუ რატომ მოსწონთოცნებისბოტებს სააკაშვილის განცხადებებიც.

მიშამ 20 ივნისზეც ისაუბრა, ივანიშვილის რეჟიმი წკიპზე იყო და ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებულიო - ტერმინი ხელისუფლების დამხობაც ახსენა და გაახარა ქართული ოცნება, აი, 20 ივნისს თუ არ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაო. ირაკლი კობახიძემ მიშას მადლობაც გადაუხადა ამ განცხადებისთვის და ვოლსკიმ აღიარებითი ჩვენებააო, ფაქტიურად - ამავე მესიჯბოქსით სწრაფადვე გამოჩნდნენ ტროლ-ფეისბუქ გვერდები და გადანახული და ახლად დარეგისტრირებული ბოტები დასპონსორებული ინტენსივობით აჩვენებდნენ სააკაშვილის ამ განცხადებას ფეისბუქის მომხმარებლებს - ცხადია, საღ გონებაზე მყოფი ადამიანი ხვდება, რომ მოვლენიდან თვეების შემდეგ ადამიანის მიერ ამ მოვლენის მისეულ შეფასებაზე დაყრდნობით წარსულ დროში მისი ზრახვების დადგენა უბრალოდ შეუძლებელია იურიდიული თვალსაზრისით, მაგრამ შსს- მაინც განაცხადა, საკითხს შევისწავლითო -  ახლა ყურადღება, 2 შეკითხვა, რიტორიკული და კიდევ ჰიპერრიტორიკული

პირველი - რატომ მოსწონთ ოცნების ბოტებს სააკაშვილის განცხადებები - ეს იყო რიტორიკული, და ჰიპერრიტორიკული - მიშასთვის ეს კარგია?“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძემ სააკაშვილის მიერ პარლამენტის წევრის ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა:

დეკემბერში გააგზავნეს ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში... კობახიძემ წაუკითხა კონგრესს ივანიშვილის დაწერილი 15-გვერდიანი წერილი, რომ ვაშინგტონს მართავენნაციონალები"... ამერიკელებმა უთხრეს, ახლა ამ 15-გვერდიან წერილს დავურიგებთ სხვადასხვა უწყებას და ერთ-ორ თვეში გაგცემთ პასუხსო. თქვენთვის ეს პასუხი არ იქნება ძალიან კარგიო, მაგრამ ეს არის, რაც არისო. ზუსტად ვიცი, ამერიკელებმა რაც უთხრესჩვენ არც ვფიქრობდით ადრე სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნებაზეო. მიანიშნეს ივანიშვილს კარებისკენ და უთხრეს, რომ პასუხი იქნება მკაცრი...

რა უნდა ვთქვა? ეს ყველაფერი სააკაშვილმა თუ ასე ზუსტად იცის, მართლა შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ ვაშინგტონსნაციონალები" მართავენ...“, - აღნიშნა მშვილდაძემ.

 


close დახურვა