სიღარიბე, რომელიც არსად მიდის ასეთია ჩვენი მძიმე რეალობა, ქართული ოცნების მმართველობის მე-10 წელიწადს. სწორედ შიმშილისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ერთი წლის გოგიტა აბაშიძე. საქართველოში მშობელთა დიდ ნაწილს უბრალოდ არ აქვს ბავშვის სრულფასოვნად გამოსაკვებად საჭირო ელემენტარული სახსრები. საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს, სხვა უარყოფით ფაქტორებთან ერთად, ოჯახების უკიდურესი სიღარიბე განაპირობებს. შაბათის ფორმულა მხოლოდ რამდენიმე რეგიონის კონკრეტულ მაგალითებს გთავაზობთ, თუმცა ეს ძალიან მცირე ნაწილია, იმ უმძიმესი რეალობის, რომელიც ყოველ დღიურად კიდევ უფრო მძიმდება...