logo
ENG



მშობელი: სირცხვილია, რომ 12 ბავშვის ჯანმრთელობას ვერ აუმჯობესებს სახელმწიფო

21 აპრ 202321:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/21/x0ngcq1bzkgi8ff.jpg

ჩვენ არ ვითხოვთ პასუხს, ჩვენ ვითხოვთ დადებით პასუხს, როდის დაიწყებენ ჩვენი შვილები უახლოეს მომავალში მკურნალობას. ჩვენ "არა" ფიზიკურად ვერ გვითხრეს 16 თვის განმავლობაში იმიტომ, რომ არ გვეკუთვნის "არა". ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ეკუთვნით ჩვენს შვილებს, არ მიიღება უარი და არც ერთი მშობელი არ დავთანხმდებით ამას.

გუშინ იყო შეხვედრაზე, რომ შემოგვთავაზეს ცურვა და მასაჟი, ანკესივით რომ გადმოაგდეს. მასაჟსა და ცურვას ისედაც ვუფინანსებთ ჩვენს შვილებს, დაიწყონ მედიკამენტით და დაუფინანსონ შემდეგ ცურვა, მასაჟი, ფსიქოლოგი. თავად ამბობენ, რომ სჭირდებათ ეს პროცედურები ბავშვებს და მერე გვეუბნებიან, რომ თქვენი შვილები ჯანმრთელები არიანო. ჯანმრთელი თუ არის, რატომ სჭირდებათ ჩვენს შვილებს ყოველდღიურად ფსიქოლოგი. უდიდესი ბულინგის ქვეშ არიან. უფრო მძიმედ მშობლები არ ვსაუბრობთ, რადგან ამას უსმენენ ჩვენი 8, 10 და 12 წლის შვილები. კეთილი ინებეთ, ჩამობრძანდით და მოგვაქციეთ ყურადღება. სირცხვილია, რომ 12 ბავშვის ჯანმრთელობას ვერ აუმჯობესებს სახელმწიფო და შემდეგ გამოდიან და რაღაცებზე საუბრობენ.


close დახურვა