logo
ENG



მცოცავი თარიღი - რატომ ალაპარაკდა ივანიშვილის გუნდი არჩევნების ოქტომბრამდე ჩატარებაზე

16 ივნ 202021:08
3 წუთის საკითხავი
 

რა ფორმით გეგმავს არჩევნების გადადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი  ჯერ უცნობია, თუმცა  მის გუნდში თარიღის ცვლილებაზე რომ აქტიურად საუბრობენ, ეს ფაქტია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ  თუ არჩევნების თარიღის ცვლილება დღის წესრიგში დადგება, ეს მხოლოდ საზოგადოებაზე ზრუნვის მიზეზით მოხდება. თუ აქამდე „ოცნების“ ცალკეული წევრები არჩევნების დეკემბერში ჩატარებაზე საუბრობდნენ, ამჯერად მათ რიტორიკა შეცვალეს და თარიღის გადმოწევაზე დაიწყეს საუბარი.

ისინი ვინც „ქართულ ოცნებას“ კარგად იცნობენ და პარტიაში დიდი ხანი გაატარეს ამბობენ, რომ ივანიშვილის თანაგუნდელებმა არჩევნების თარიღის ცვლილების საკითხი სპეციალურად წამოწიეს. დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ემზადება და თარიღის ცვლილებას კონსტიტუციაშიც ასახავს . 

„ქართული ოცნებიდან“ წასულების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ არჩევნების ჩასატარებლად საუკეთესო ვარიანტი გვიანი გაზაფხულია. ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები თარიღთან დაკავშირებით უფრო დეტალურად საუბარს ხვალ აპირებენ. 

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს პანდემიით მანიპულირებაში ადანაშაულებენ.  ოპოზიციაში ამბობენ, რომ სპეკულაციები ირაკლი კობახიძემ დაიწყო, თუმცა არ შემთხვევით . ოცნება საზოგადოებას და პოლიტიკოსებს ცდის, რა რეაქცია ექნებათ  თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით.

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს არჩევნების თარიღის ცვლილება - ერთი შემთხვევა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის  არსებობას უკავშირდება, ხოლო მეორე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას. კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება , შესაძლებელია, თუმცა პროცედურა არის საკმაოდ დიდხნიანი და შრომატევადი. წავა თუ არა ამ პროცედურაზე უმრავლესობა ჯერ უცნობია.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ არჩევნების  თარიღთან დაკავშირებით ჯერ უცნობია, მანამდე კი,  პარასკევს  საკანონმდებლო ორგანოში  საკონსტიტუციო პროექტის განხილვა იწყება.


close დახურვა