მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 3. არსებული ინფორმაციით, მანქანა შეჯახების შემდეგ აფეთქდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.