logo
ENG



მძევლად აყვანილი ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა გაათავისუფლეს

13 დეკ 201917:47
3 წუთის საკითხავი
 
xmk8d95qb4tirem.jpg

ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე მძევლად აყვანილი ქართველი, ბერძენი და ფილიპინელი მეზღვაურები მეკობრეებმა გაათავისუფლეს. 

გემის მფლობელი კომპანიის ცნობით, გათავისუფლებულია ეკიპაჟის მძევლად აყვანილი სამი წევრი. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

Elka Aristotle-დან მძევლად აყვანილი ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ერთი მეზღვაური, ფილიპინების მოქალაქე გარდაიცვალა. კომპანიის განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ავადმყოფობაა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ ტანკერს 4 ნოემბერს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის ოთხი წევრი აიყვანეს მძევლად, მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე იყო.


close დახურვა