logo
ENG



მწერალთა სახლი სულაკაურის გამომცემლობას სოლიდარობას უცხადებს

02 ივლ 202312:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/02/1hpy3qmebvrpewr.png

მწერალთა სახლი სულაკაურის გამომცემლობას სოლიდარობას უცხადებს და დაუშვებლად მიიჩნევს მათ წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.

მათი თქმით, ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ე.წ. ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.

"მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია საქართველოს მოქალაქეები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, საბავშვო და საყმაწვილო პროზასა და პოეზიას, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.

მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას ყველას შევახსენოთ, რომ "წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთერთი - მათი წაუკითხაობაა", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა გააქტიურა და პროპაგანდისტული მიზნებისთვის, სხვადასხვა ადამიანებსა თუ დაწესებულებებს თავს ესხმის. ერთერთია სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც ე.წ. ლგბტ პროპაგანდაში მათ შორის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დაადანაშაულა.

ქართულმა ოცნებამ პროპაგანდა ააგო შარლ პეროს მე-17 საუკუნის ერთერთ ზღაპარზე, რომელიც გამომცემლობამ, დაახლოებით, 10 წლის წინ თარგმნა და დღეს გაყიდვაშიც აღარ არის, რადგან სრულად ამოყიდულია.


close დახურვა