logo
ENG



მწვავე დაპირისპირება ელ.კომუნიკაციების პროექტის განხილვაზე

10 ივლ 202021:02
3 წუთის საკითხავი
 

საპროტესტო მიმართვის ფონზე პარლამენტის წინ და მწვავე დაპირისპირებით სხდომაზე მიმდინარეობდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებული სადავო ცვლილებების განხილვა. კახა ბექაურს უზურპატორი და ცენზორი უწოდეს მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარემ მედიის ხელმძღვანელები ტყუილში დაადანაშაულა. 

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლებს და მედია მენეჯერებს მიაჩნიათ, რომ ორ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს შეიცავს და საზოგადოებას ხელისუფლება ცენზურად მოუტრიალებს. დღეს ბექაურს მწვავე კრიტიკით დაუპირისპირდნენ და დუმილი დაარღვიეს იმ ბიზნესების წარმომადგენლებმაც, რომლებიც აქამდე ქართული ოცნების მოკავშირეებად აღიქმებოდნენ.


close დახურვა