მწვავე დისკუსიის ფონზე, ოპოზიციის უნდობლობისა და ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
ქართული ოცნება ირწმუნება, რომ რეგულაციების მიზეზი კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინია. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის გუნდი უარს დემოკრატიულ საპარლამენტო კონტროლზე მიზანმიმართულად ამბობს და მოსახლეობის დატერორება წინასაარჩევნოდ სჭირდება. ახლა ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო სარჩელისთვის ემზადებიან. კრიტიკა „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის რთულად მისაღები აღმოჩნდა.
მწვავე დისკუსიის ფონზე, პარლამენტმა შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
14 ივლ 202020:47
3 წუთის საკითხავი