logo
ENG



მწვავე კითხვები გვექნება-ოპოზიცია პარლამენტში სუს-ისა და შსს-ს მაღალჩინოსნებს ელოდება

28 ოქტ 201907:34
3 წუთის საკითხავი
 
8t3tpp3vh55ydsk.png

უკანონო ბორდერიზაცია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის დაკავება და ქართული მიწის მიტაცება - დღეს პარლამენტში სუს-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს მწვავე შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც მცოცავ ოკუპაციას შინაგან საქმეთა მინისტრი არ ცნობს. ოპოზიციაში ინტერესდებიან, რა ქმედით ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლები მიმართ ოპოზიციურ პარტიას საკმაოდ მწვავე კითხვები ექნებათ განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტის ზონაშია რსებული სიტუაციის პარალელურად, შს მინისტრი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ვითარებაა. 

„ვითარება არის მწვავე პრაქტიკულად თითქმის დღე არ გადის ისე, რომ რამე არ მოხდეს ან მცომცავი ოკუპაცია ან გატაცება. შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ ვითარება არ არის მწვავე და არ უნდა საუბრობდეს რომ ეს ჩვეულებრივი ვითარება არის. მათ აქვთ მიჩქმალვის პოლიტიკა რაც არ შველის ვითარებას არც ჰუმანიტარული თვალსაზრისით არც პოლიტიკური თვალსაზრისით, ამიტომ რა თქმა უნდა საკმაოდ მწვავე კითხვები გვექნება. რას ეუბნებიან საზოგადოებას, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ყოფელთვის ესეთი იყო და ესეთი იქნება, მაგრამ რას აკეთებს სახელმწიფო მაქსიმუმს, იმისთვის რომ შევაკავოთ რუსეთის ქმედება ეს იქნება ჩემი მთავარი კითხვა?“-განაცხადა ხოშტარიამ.

სუს-ისა და შს-ს მაღალჩინოსნებთან კითხვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას,“ რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლების ამოცანა არა ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაა, რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით.

„მმართველი პარტიის ამოცანა არის დათმობების ფასად ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობით და არა ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა, ამიტომ ჩვენ ძალიან მწვავედ დავაყენებთ დღეს განხილვაზე ამ საკითხებს და მოვითხოვთ ერთხელ და სამუდამოდ რას აპირებენ. ერთი თვის შემდეგ რომ განმეორდება იგივე, რა გეგმა აქვთ და საერთოდ აქვთ თუ არა რაიმე გეგმა,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

 


close დახურვა