logo
ENG



მწვავე საკადრო და ფინანსური კრიზისი რაგბის კავშირში

14 აგვ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

მწვავე საკადრო და ფინანსური კრიზისი რაგბის კავშირში, კლუბების გაერთიანება შეხვედრას პრემიერთან მოითხოვს და საპრეზიდენტო არჩევნების გადმოტანა სურს. მხოლოდ ათ დღიანი აღმოჩნდა გიორგი გორგასლიძის საქმიანობა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.  მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მედიასთან ამ დრომდე დუმს. 
 
გორგასლიძის წასვლას წინ უძღოდა რაგბის კლუბთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართული ბრიფინგი. 31-მა სარაგბო კლუბი პრემიერთან შეხვედრასა და ქართულ რაგბიში შექმნილი კრიზისის დროულად გადაჭრას მოითხოვენ. კლუბები ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ. ამბობენ რომ 2011 წლის შემდეგ მათ დაფინანსება არ გაზრდიათ, მაშინ, როდესაც  რაგბის კავშირის დაფინანსება გაორმაგებულია  

დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" მთავარ გამოშვებაში - 20:00 საათზე. 


close დახურვა