საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.
ამასთან, ზურაბიშვილის ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემია საარჩევნო პროცესს ხელს ვერ შეუშლის.
„ყველამ ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება, არ აწყობდეს და ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე. ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველა ერთად და მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. მჯერა იმისიც, რომ ვერც პანდემია ვერ შეგვიშლის ხელს ამაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტს ხელი მოაწერა.