logo
ENG



ნადირაშვილი დაბოქლომების აქციაზე:ხელისუფლებამ პოლიცია აქცია კარების დარაჯებად

22 ნოე 201910:40
3 წუთის საკითხავი
 
1xvqw4ldhnuiqn2.jpg

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლემა  სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, საბოლოოდ კი აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიის წამრომადგენლებმა შენობის კარზე სტიკერები მიაკრეს, წარწერით-დალუქულია.

„ევროპულ საქართველოს“ და სხვა პოლიტიკური პარტიებსაც დღეს ჰქონდათ დაგეგმილი აქცია, რომ ყველგან უმრავლესობის მაჟორიტარების ოფისების დაბოქლომება მომხდარიყო. ეს არის პროტესტი ჩვენი მხრიდან. ჩვენ არანაირი ძალადობა არ გვინდოდა. ხედავთ მოვედით დეპუტატები და სულ 2-3 ადამიანი. ბატონმა ყაველაშვილმა დაგვახვედრა თავისი ზონდერები და რაც ყველაზე ცუდია პოლიციელები, რომელთა მიმართ მე ჩემს პატივისცემას კიდევ ერთხელ გამოვხატავ, ივანიშვილმა ისინი თავისი კარების დარაჯად აქცია. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს და პოლიციას ხალხს გვიპირისპირებს. პოლიცია, რომელიც კრიმინალს უნდა ებრძოდეს, ეს ადამიანები აქცია მაჟორიტარების კარების დარაჯებად. ეს არის შეურაცხმყოფელი. ჩვენ არსად, არც ერთ რეგიონში დაპირისპირებაში არ შევდივართ, იდგნენ და იმორიგეონ, როგორც კი ფეხს მოიცვლიან მივლენ ჩვენი წარმომადგენლები და დააბოქლომებენ მაჟორიტარულ ოლქს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველად ბოქლომები 18 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაადეს. ამის შემდეგ დაბოქლომების აქცია 21 ნოემბერს გაგრძელდა - ბოქლომები დაადეს კანცელარიის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის შენობებს. 22 ნოემბერს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომების დადებას რეგიონებში გააგრძელებენ.

 


close დახურვა