logo
ENG



ნადირაძე: ჩვენები ცხელ წერტილებზეც არ ამბობენ უარს, დაამტკიცეს, რომ ყველაზე მაგრები არიან

04 დეკ 202221:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/04/bvhvyck7ub6wpp8.png

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე აცხადებს, რომ უკრაინაში უცხოელ მებრძოლთა შორის ყველაზე ბევრი ქართველია.

როგორც ნადირაძემ დროების ეთერში აღნიშნა, ქართველმა მებრძოლებმა არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ბრძოლისუნარიანობა და ყველაზე ცხელ წერტილებშიც თავს იჩენენ.

მისივე თქმით, სტატისტიკურად უცხოელ მებრძოლთა შორის ყველაზე მეტი დაღუპულიც სწორედ ქართველი მებრძოლები არიან.

"უკრაინაში უცხოელ მებრძოლთა შორის ქართველები ყველაზე ბევრნი არიან. ქართველები მართლა ძალიან მაგარი ვაჟკაცები არიან და ყველაზე ცხელ წერტილებზეც არ ამბობენ უარს - ბახმუტი იყო, ხერსონი იყო, ყველგან თუ ვინმე ჩანდა, ქართველი მებრძოლი ჩანდა. აქ სხვა უცხოელებიც არიან, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა დაადასტურეს, რომ ყველაზე მაგრები ქართველები არიან. სამწუხაროდ პროცენტულად უკრაინაში დაღუპულები ვინც არიან უცხოეთის მოქალაქეები, ყველაზე ბევრნი ქართველები არიან", - თქვა ნადირაძე.

კითხვას - თუ რატომ მიიჩნევა ბახმუტი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად და რატომ ცდილობენ რუსები მის აღებას, ნადირაძემ ასე უპასუხა:

"ბახმუტს არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ვარაუდია, რომ ეს არის საკუთარ აუდიტორიაზე გათვლილი ოპერაცია, რომ როგორმე ბახმუტი აიღონ. იმას დავამატებ, რომ ეს ფაქტობრივად მათთვის არის ხაფანგი. კი ჩვენი მხრიდანაც იღუპებიან მეომრები, მაგრამ ერთი 10-ზე რომ იღუპებიან - ეს მათთვის ხაფანგია. ათეულობით სამხედროს კარგავენ. ბახმუტის აღების სურვილი არის პროპაგანდისტული, რომ საკუთარ აუდიტორიას დაანახონ რომ რამე აიღეს", - ამბობს მებრძოლი.

გუშინ, ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დონეცკის ოლქის ეს ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა. 


close დახურვა