logo
ENG



ნადირაძის თქმით, დაკავებულები არიან ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავაც

22 სექ 202321:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/ddoidn5x1mt5r17.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, ნიკა მელიას გარდა, დაკავებულია პარტიის კიდევ ორი წევრი - ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. მისივე თქმით, ამ წუთებში არკვევენ დაკავებული ადამიანების ზუსტ რაოდენობას. 

დაკავებებს წინ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმა უძღოდა. ნადირაძის თქმით, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

"ვიხილეთ, რომ მორიგ ჯერზე ჩადგნენ ისევ კრიმინალების სამსახურში ეს ჩვენი პოლიცია. ხელისუფლება მზად არის, რომ შენ თუ გამოთქვამ პროტესტს, იტყვი განსხვავებულ აზრს, დაგხვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაგისწორდნენ" ადამიანები იმყოფებიან საავადმყოფოში, უმძიმეს მდგომარეობაში, მათ შორის, ჩვენს კოლეგა ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად, ნაცემია კიდევ რამდენიმე ადამიანი. მათ შორის, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა ალადაშვილი", - ამბობს ნადირაძე. 

კოტე ზარნაძესთან საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს და მასთან ერთად მყოფ პირებს გლდანში, საკუთარ სახლთან ჯგუფურად დაესხნენ. დეპუტატის თქმით, მასსა და მის თანმხლებ პირებს 20 ადამიანი, ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები გაუსწორდნენ. 

"მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება, მეტი, ალბათ, მანქანებით შემოვარდნენ. დალეწეს. 112-ის კამერებიც აყენია აქ. იმედია, ამოიღებენ, ძირს დაგვაგდეს, თავში მაქვს ნარტყამი. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქცეონდნე ასე. მეძახნდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", - აცხადებს ზარნაძე.  

დღეს საკრებულოში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოტე ზარნაძემ ენმ-ის დეპუტატებს უთხრა, რომ ისინი საზოგადოებაში შუღლს აღვივებენ, რათა სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს მაგალითად კი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები მოიყვანა. 

ზარნაძის თქმით, გუშინ "გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტივისტებმა" მას სალანძღავი სიტყვებით მიმართეს, რასაც გლდანის მაჟორიტარის მუქარისშემცველი განცხადება მოჰყვა. 

"ჩემს მანქანაში ჩემი მეგობარი მჯდარიყო იქ, რომელიც საერთოდ არ არის ჩახედული პოლიტიკურ ცხოვრებაში, გადახტებოდა და დაამტვრევდა კბილებს და ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და ამისკენ მიდიხართ. ცეცხლს ეთამაშებით, არავინ აპირებს არაფრის დათმობას და ცოტა ჭკუას მოუხმონ თქვენმა ცინგლიანმა ბავშვებმა", - თქვა მან სხდომაზე. 

 


close დახურვა