logo
ENG



დაპირისპირება გლდანში - პოლიციამ ნიკა მელია დააკავა

22 სექ 202320:50
3 წუთის საკითხავი
 

საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის ცემის შემდეგ გლდანში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მივიდნენ. ისინი ირაკლი ეძგვერაძის სახლთან პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებდნენ. 

სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან. შსს-ს წარმომადგენლებმა ნიკა მელია დააკავეს.

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.

"მეძახდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", - ამბობს ზარნაძე.

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.


close დახურვა