logo
ENG



ნავალნაია: რასაც პუტინი ახლა აკეთებს, სიძულვილიც კი არაა, ეს რაღაც სატანიზმია

24 თებ 202412:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/24/j0u0jvxa1zci3l9.jpg

ალექსეი ნავალნის დაღუპვიდან 9 დღის თავზე მისი ცოლი, იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც ის ამბობს, გამომძიებლების ქმედებების უკან, რომლებიც უარს ამბობენ ნავალნის დედას ცხედარი გადასცეს, ვლადიმირ პუტინი დგას. იულია ნავალნაიამ პუტინის რწმენას ღმერთისადმი ყალბი უწოდა.

"ალექსეი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ კარგი ადამიანი უნდა იყო და სინდისის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე. რომ ღმერთი სიყვარულია, სასოწარკვეთა ცოდვაა. ციხიდან თავის წერილებშიც კი ის წერდა, რომ თავისი მწამებლები არ სძულდა.

რასაც პუტინი ახლა აკეთებს - ეს სიძულვილია. ეს სიძულვილიც კი არაა - ეს რაღაც სატანიზმი, წარმართობაა. რას უპირებთ მის ცხედარს? რამდენად დაბლა დაეცემით, თქვენ მიერ მოკლული კაცის თავზე დაცინვით? შანტაჟი, მუქარა, ულტიმატუმები. სერიოზულად? ესაა, რაც თქვენი ყალბი ლოცვებისა და უხუცესებთან საუბრის დროს გასწავლეს?" - ამბობს იულია ნავალნაია.

ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადასცემია. როგორც დედა ლუდმილა ნავალნაია ამბობს, გამომძიებლები მისი შვილის ფარულად დაკრძალვას მოითხოვენ.

ოპოზიციონერის დედის ადვოკატმა იამალის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა, რათა მისი გარდაცვლილი შვილის ცხედრის შეურაცხყოფის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელმა ვარაპაევმა ნავალნის დედას ულტიმატუმი დაუსვა: ან დათანხმდება შვილის საიდუმლო დაკრძალვას საჯარო დამშვიდობების გარეშე ან ნავალნი კოლონიაში დაკრძალავენ.


close დახურვა