ომსკის კლინიკის მთავარი ექიმის ალექსანდრ მუხაროვსკის განცხადებით, პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza.io ავრცელებს.
როგორც ექიმმა აღნიშნა, ნავალნის ერთ-ერთი დიაგნოზი, რომელსაც მედიკოსები განიხილავენ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა.
"ამ ეტაპზე გვაქვს სამუშაო დიაგნოზი. ყველაზე მეტად ამ დიაგნოზს ვემხრობით - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნით, რამაც შემდგომში ნავალნის ცუდად გახდომა გამოიწვია. ჩავატარეთ გამოკვლევები და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ოქსიბუტირატი ნავალნის ორგანიზმში ვერ აღმოვაჩინეთ", - ამბობს პოლიტიკოსის მკურნალი ექიმი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უფრო ვრცლად ნავალნის შესაძლო მოწამვლაზე წაიკითხეთ აქ.