logo
ENG



ნავალნის მხარდამჭერ გამოსვლებში მონაწილეობის გამო, რუსეთმა ევროპელი დიპლომატები გააძევა

05 თებ 202118:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/05/rcj8qy627654p3f.jpg

რუსეთმა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო, ქვეყნიდან გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატები გააძევა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, რუსი სამართალდამცავების მხრიდან პუტინისა და კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აეროპორტში დაპატიმრებისა და წინასწარ პატიმრობაში განთავსების შემდეგ, 2 თებერვალს რუსეთის სასამართლომ ნავალნის 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, "პირობითი მსჯავრის პირობების არაერთხელ დაარღვევის ბრალდებით". 

საქმეზე, რომელზეც ნავალნის პირობითი ჰქონდა მისჯილი, პროკურატურამ სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლება მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსი ოპოზიციონერი მოწამვლის შემდგომ ნახევარწლიანი სარეაბილიტაციო მკურნალობის შემდეგ გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა. მას შემდეგ კრემლის კრიტიკოსის მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებზე რუსმა სამართალდამცავებმა 4 000-მდე მოქალაქე დააკავეს. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად ნავალნის და საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ნავალნის მოწამვლა ფედერალური საგამოძიებო ორგანოების მიერ იყო ორგანიზებული, კრემლი ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს. 

 


close დახურვა