რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ ნავალნის მკვლელობის ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა გასცა და ოჯახი ცხედრის გადმოცემას ითხოვს.
იარმიშის თქმით, ალექსეის დედისთვის გადაცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, პოლიტიკოსი 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე დაიღუპა, ხოლო ამ დროისთვის მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
სპიკერი ამასთანავე აცხადებს, რომ დაელოდებიან ექსპერტიზის შედეგებს და მოითხოვენ ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას.
"სამ წელიწად ნახევრის წინ პუტინმა ალექსეის მოკვლა სცადა. გუშინ მან ეს შეძლო. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირადად გასცა ასეთი ბრძანება და ის, რომ ალექსეის არასოდეს ეშინოდა მისი, არასოდეს ჩუმდებოდა და წყვეტდა მოქმედებას. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, ეს არის ის, რისკენაც ალექსეი მოგვიწოდებდა", - თქვა იარმიშმა