logo
ENG



ნავალნის ცოლი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ აღიარონ

20 თებ 202419:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/20/p7kvxnjmsso4zih.jpg

ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია დასავლეთს მოუწოდებს, მარტში დაგეგმილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ აღიარონ. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროპელ ლიდერებთან ისაუბრა.

ნავალნაიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლებელია, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს, რადგან მან მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ალექსეი ნავალნი მოკლა.

გუშინ, იულია ნავალანაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ქმრის საქმეს და ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძლებს. ამასთან, ის მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ნავალნაიას თქმით, იციან, რატომ მოკლა ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნი და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მალე გაავრცელებენ. მან თქვა, რომ დაასახელებენ გვარებს, კონკრეტულად ვინ მიიღო მონაწილეობა დანაშაულში.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს დაინიშნა. 8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

პუტინისთვის ეს მეხუთე საპრეზიდენტო ვადა იქნება. როდესაც 2000 წელს მან პირველად დაიკავა ეს თანამდებობა, ერთი პირისთვის ვადების მაქსიმალური რაოდენობა ორით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, საპრეზიდენტო ვადა ოთხწლიანი იყო. 2008 წელს ის ექვს წლამდე გაიზარდა.


close დახურვა