logo
ENG



ნავთლუღში, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ დღეიდან გარეთ ვაჭრობის უფლება აღარ მიეცემათ

02 თებ 202211:23
3 წუთის საკითხავი
 

ნავთლუღში, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ დღეიდან მათ გარეთ ვაჭრობის შესაძლებლობას აღარ მისცემენ. მოვაჭრეები ყვებიან, რომ ამის შესახებ გუშინ მერიის წარმომადგენლებმა აცნობეს.

მათივე თქმით, ალტერნატივად ბაზარში მუშაობას სთავაზობენ, თუმცა მათ იჯარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. 

"თოვლში, ყინვაში, წვიმაში, ქარში, ვის ეხალისება გარეთ დგომა? - არავის, რომ არ გვიჭირდეს. ბანკები გვაქვს, გადაუხდელობით კიდევ ჯარიმებს გვაწერენ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ? არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიაზე 20 ლარს გვიმატებენ. რამდენი ხანი ვიარსებოთ ამ პენსიით?" - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ისინი ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან ამ მოთხოვნას და თუ დღეს მერიის თანამშრომლები ადგილზე გამოჩნდებიან, მათ წინააღმდეგობას გაუწევენ.

26 იანვარს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სამგორის გამგეობას დაავალა, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეები სავაჭრო სივრცეებში გადაიყვანონ, რადგან "ფეხით გადაადგილება დისკომფორტია". მერის თქმით, ამ თემაზე "ბევრი უკმაყოფილო მოქალაქის შეტყობინება მიიღეს". 


close დახურვა