logo
ENG



ნაზი ჯანეზაშვილ, უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს, კანდიდატურების მოხსნისკენ მოუწოდებს

12 დეკ 201914:07
3 წუთის საკითხავი
 
sbo9gy5ovspudd1.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს, კანდიდატურების მოხსნისკენ მოუწოდებს.

როგორც ჯანეზაშვილმა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, წარდგენილი კანდიდატები, თავიანთი ბიოგრაფიით იწვევენ ეჭვებს, რადგან ისინი არასდროს ემსახურებდნენ სამართლიან სასამართლოს.

„დღევანდელმა მოვლენებმა ყველას კარგად დაანახა, რომ არამარტო სასამართლო, პარლამენტიც ჩინჩალაძის ხელშია. ვხედავთ, რომ პარლამენტი იბრძვის, რომ ჩინჩალაძის ხალხი დანიშნოს. საზოგადოების პროტესტმა აჩვენა, რომ მნიშნელოვანია ყველასთვის, სასამართლოში იყონ ღირსეული მოსამართლეები. მოვუწოდებ სიაში მყოფ ადამიანებს, უარი თქვან პროცესებში მონაწილეობაზე. ჯერ კდევ აქვთ დრო, მაგრამ როგორც ვხედავთ მათ ამის ღირსება არ გააჩნიათ დადგნენ ხალხის მხარეს. ეს ადამიანები თავისი წარსულით იწვევენ ეჭვებს. ისინი არასდროს არ ემსახურებოდნენ  დამოუკიდებელ სასამართლოს, ისინი ემსახურებეოდნენ ძლიერებს, ხალხს ვინც იყო ხელისუფლებაში. მე მათგან არასდროს ველოდები რომ იქნებიან პრინციპულები და ღირსეულები“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსეენებთ, რომ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატს ხმაურის ფონზე უყარა კენჭი, საბოლოო ჯამში კი მათგან პლენარულ სხოდმაზე წარსადგენად, მხოლოდ 14-ს გაუწია რეკომენდაცია გაუწია რეკომენდაცია.

 


close დახურვა