logo
ENG



ნაზი ჯანეზაშვილი ოცკაციან სიაზე: პარლამენტმა არცერთ მათგანს არ უნდა დაუჭიროს მხარი

09 დეკ 201922:50
3 წუთის საკითხავი
 
rf51os8e5s8dj8q.jpg

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პარლამენტმა არცერთ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი. მისი თქმით, არსებობს რიგი მიზეზები, რატომაც არ უნდა დაინიშნონ კანდიდატები უვადო მოსამართლეებად.

„არცერთი ამ ოციდან არ უნდა გავიდეს. იმიტომ, რომ იყო დარღვევები პირველივე ეტაპიდან და რჩებოდა გარიგებების შთაბეჭდილება. სხვათა შორის, ამაზე სახალხო დამცველმაც ისაუბრა. ბევრი დარღვევა იყო, მათ შორის მიქაუტაძის როლზეც. მიქაუტაძე როცა იყო საბჭოს მდივანი, ის, კანონის შესაბამისად, არის აპარატის ხელმძღვანელი. იმ აპარატისა, რომელიც სწავლობდა ინფორმაციას, მათ შორის მასზე ინფორმაციასაც. ყველაზე მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე არ მოხვდა იმ დოკუმენტებში, რომლებსაც ჩვენ გვაწვდიდნენ. როგორც კი კითხვები დავსვი, მოგვიანებით მომაწოდეს ეს ინფორმაცია, ვადების დარღვევით გამოითხოვეს ეს ინფორმაცია პროკურატურიდან. კიდევ მთავარი: პარლამენტის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, არის ატვირთული წარდგინებები თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში. ყველა წარდგინება არის ატვირთული კანონის დარღვევით - მათ ხელს აწერს დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც არის საბჭოს მოსამართლე წევრი, მაგრამ რიგითი წევრი, ის არ არის მდივანი“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრია და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით რიგ საკითხებში აკრიტიკებს ხელისუფლებას. მისი განცხადებებიდან ჩანს, რომ ჯანეზაშვილის აზრით, სისტემაში ნეპოტიზმია. 

უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს პარლამენტი უყრის 14 დეკემბერს.


close დახურვა