logo
ENG



ნათელაშვილი: ეს დიდი ეროვნული ლაშქრობაა, რომ ქვეყანა გველეშაპს გამოვგლიჯოთ

26 ნოე 201910:24
3 წუთის საკითხავი
 
5652tjb4kcykhlo.jpg

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული დარბევა, მმართველი გუნდის დასასრულს აახლოებს. როგორც ნათელაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს "გველეშაპი" უწოდა. 

"გაბრაზება ალბათ არ არის ის სიტყვა, რაც ამ შემთხვევაში უნდა ვიხმაროთ. ეს არის რეალურად რევანში. ხალხის გადაგდება, საყდრისის აფეთქება, უმუშევრების საზღვარგარეთ გაგდება, პენსიონერების უპენსიოდ დატოვება, ახალგაზრდების კაზინოში შეყრა, ნარკოტიკების პლანტაციების გაშენების მცდელობა - ეს ყველაფერი გააკეთა სოლოლაკში წამოსკუპებულმა არსებამ. მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს ასეთი გადამგდები, თაღლითი, ვერაგი და ბოროტი, რომელიც დაგვეცა მეტეორივით და მაინც და მაინც ჩვენ შეგხვდა. ხალხი უკან არ დაიხევს. ეს არის დიდი ეროვნული ლაშქრობა, რომ ქვეყანა ამ გველეშაპს გამოვგლიჯოთ. ყველა თაობას აქვს თავის დიდგორის ბრძოლა მოსაგები. თითოეული ასეთი დაშლა, ამ ხელისუფლების დამთავრებაა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 


close დახურვა