logo
ENG



ნათელაშვილი: ივანიშვილი არის კიბო, რომელიც უნდა ამოვკვეთოთ

01 დეკ 201922:19
3 წუთის საკითხავი
 
q7szrnu4kpt02lo.jpg

 

„დიაგნოზი საქართველოსი არის ავთვისებიანი კიბო, ბიძინა ივანიშვილის სახელწოდებით“, - ამის შესახებ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

გარდა ამისა, ნათელაშვილმა მისი თანაპარტიელის, ლაშა ჩხარტიშვილის დაკავების ფაქტზეც ისაუბრა. 

„დიაგნოზი საქართველოსი არის ავთვისებიანი კიბო, ბიძინა ივანიშვილის სახელწოდებით. მას მხოლოდ ქირურგიული ამოკვეთა უშველის. ამ ქირურგიული ამოკვეთის პროცესში ვართ ახლა, რაც უფრო მეტი გამოვალთ ქუჩაში, გავდივართ რეგიონებში და მერე მოვაწყდებით დედაქალაქს, უფრო მალე დამთავრდება ეს მარაზმი. რაც შეეხება ლობიოს ისტორიას, კარგი იქნება ეს მხოლოდ სასაცილო თემა იყოს. არადა რეალურად, სასამართლო პროცესზე მოვიდა პოლიციელი, მოიტანა პარკით ლობიო და განაცხადა, რომ ლაშა ჩხარტიშვილი ქმნიდა საფრთხეს. მე ნამუშევარი ვარ პროკურატურაში და მახსოვს, იყო თაგვების საქმე, იყო წვენების საქმე, იყო შამპანურის საქმე, ცნობილია ბევრი სხვა საქმე, მაგრამ არავის არ გაუგია ლობიოს საქმე. ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ მართლა ლობიო ხელისუფალს. ბოდიშს ვიხდი ამ ძვირფას საკვებთან, მაგრამ ლობიოს მირთმევა, რომ დანაშაული იყოს, საქართველოს პრეზიდენტს სამუდამო ეკუთვნის, რომელიც ლობიოს ჭამდა მაშინ, როცა ხალხი შიმშილით იხოცებოდა და გასათბობ შეშას ართმევდნენ“, - აცხადებს ნათელაშილი.

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აქციაზე "ლობიოს ჰაერში აყრის" გამო დააკავეს. მას სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 


close დახურვა