logo
ENG



ნათელაშვილი: ლელოს წევრზე თავდასხმა მხოლოდ დასაწყისია, ხელისუფლებას უარესი გეგმები აქვს

05 სექ 202018:48
3 წუთის საკითხავი
 
ნათელაშვილი: ლელოს წევრზე თავდასხმა მხოლოდ დასაწყისია, ხელისუფლებას უარესი გეგმები აქვს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ლელოს წევრებზე თავდასხმა მმართველი პარტიის მხრიდან "მხოლოდ დასაწყისია". როგორც ნათელაშვილი ამბობს, ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ კრიმინალები და ე.წ სპორტსმენ-ზონდერები ჰყავს მობილიზებული. 

"ლელოს წევრზე ფიზიკური თავდასხმა მხოლოდ დასაწყისია. უარესი გეგმები აქვს ხელისუფლებას, მათ შორის მობილიზებული ჰყავს კრიმინალიტეტი და ე.წ. სპორტსმენ-ზონდერები. მათ ყველას ერთი პასუხი უნდა გავცეთ, როგორც ყველა პარტამ ერთი პასუხი გავეცით ოლიგარქატს და პრაქტიკულად ამით ვამთავრებთ მათ მმართველობას". - აცხადებს ნათელაშვილი.

4 სექტემბერს, ლელოს ერთ-ერთ წევრს ცემეს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ლევან სამუშიამ Facebook-ზე დაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლელოს წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით.


close დახურვა