logo
ENG



ნათელაშვილი: ჩემო თვისტომნო, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვეუბნებით - აქედან არ წავალთ სახლში

25 ნოე 201920:23
3 წუთის საკითხავი
 
2u4pv2yauz5bdh3.jpg

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მმართველი გუნდი არ შეიცვლება.

„ივანიშვილის ხროვა უნდა წავიდეს. ჩემო თვისტომნო, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვეუბნებით აქედან არ წავალთ სახლში, სანამ არ გავიმარჯვებთ. უცხოეთში ვიზიტით გახლდით და ყველა მეკითხებოდა, ხომ არ აპირებთ აქციების შეწყვეტას და მე ვეუბნებოდი არა, როცა გავაგრძელებთ, მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდ იქნება, მთავარია არ დავიღალოთ. მე მინდა იმ მატყუარა კაცს, რომელმაც საქართველო თავის საბანკო ანგარიშად გაიფორმა ვუთხრა - ივანიშვილო, ჩათვალე, მთელი საქართველო აქ დგას და მთელ საქართველოს ძულხარ. წაეთრიე, წადი, გაგვეყარე“, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდისგან დაპირებას შესრულებას ითხოვს. კერძოდ, ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. 

ამავდროულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკითხი დახურულია და 2020 წელს არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება.


close დახურვა