„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე წიწამურიდან მიულოცა. ნათელაშვილის განცხადაებით 102 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობიდან, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დაკარგულ ტერიტორიებზე ისაუბრა და , და აღნიშნავს რომ მტერთან საბრძოლო იარაღად ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნას განიხილავს.
„ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან გილოცავთ დღევანდელ დღეს, მაგრამ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა ჩვენ ხელახლა გაგვიხდა მოსაპოვებელი. 102 წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და ნახევარი საქართველო ტერიტორიულად დავკარგეთ. სასწაული კარგი ხალხი გვყავს მეზობლად, მაგრამ მათი პოლიტიკური ელიტები ორიენტირებული არიან იმაზე რა წაგვართვან, რა მიითვისონ და მათთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო, ისე საზღვაო ატომური ბირთვული კომპონენტებით“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.